უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს რუსეთი ოფიციალურად აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.
შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ კიევში ჩასულ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე გააკეთა.
"ველი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების გამკაცრებას მხარს დაუჭერს. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ", - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთზე სანქციებით ზეწოლის მიმართულებით აშშ-ის როლი ძალიან დიდია.